ბრიტანული კანონმდებლობის უპირატესობა არის ის, რომ იგი ყველაზე ეფექტიანად არეგულირებს დეზინფორმაციასთან და ყალბ ნარატივებთან ბრძოლას, ამასთანავე, უზრუნველყოფს ჟურნალისტური ეთიკის ნორმების ეფექტიან დაცვას

ბრიტანული კანონმდებლობის უპირატესობა არის ის, რომ იგი ყველაზე ეფექტიანად არეგულირებს დეზინფორმაციასთან და ყალბ ნარატივებთან ბრძოლას, ამასთანავე, უზრუნველყოფს ჟურნალისტური ეთიკის ნორმების ეფექტიან დაცვას, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრისას.

„საერთო მიზანი ახალი კანონმდებლობის არის ის, რომ პირველი - უცხოური ჩარევების საკითხი დარეგულირდეს. მოსახლეობამ იცოდეს თითოეული არასამთავრობო, პოლიტიკური თუ მედია ორგანიზაციის უკან ვინ დგას, რა ფინანსები და ინტერესი აქვს.

მეორე - დღეს ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც დეზინფორმაციის ცუნამი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მთავარი უპირატესობა, რის გამოც ბრიტანული კანონმდებლობა ითვლება საუკეთესოდ, ის არის, რომ იგი ყველაზე ეფექტიანად არეგულირებს დეზინფორმაციასთან და ყალბ ნარატივებთან ბრძოლას, ასევე, უზრუნველყოფს ჟურნალისტური ეთიკის ნორმების ეფექტიან დაცვას,“ - აღნიშნა მახაშვილმა.