ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც საშუალება მისცა მთელს მსოფლიოს ენახა თუ ვინ ცდილობს აშშ-ში კონკრეტული გავლენის მოსაპოვებლად ძალიან დიდი თანხების დახარჯვას. ზუსტად ანალოგიურს ვითხოვთ ჩვენ საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც აშშ-ი წლების განმავლობაში დაიცვა უცხოური გავლენებისგან. ამავდროულად, ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც საშუალება მისცა მთელს მსოფლიოს ენახა თუ ვინ ცდილობს აშშ-ში კონკრეტული გავლენის მოსაპოვებლად ძალიან დიდი თანხების დახარჯვას. ზუსტად ანალოგიურს ვითხოვთ ჩვენ საქართველოში. ვითხოვთ, რომ ქვეყანა ნეგატიური გავლენებისგან იყოს დაცული და იყოს გამჭვირვალე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მმართველი გუნდი ამერიკული ფარას პირდაპირი ასლის მიღებას გეგმავს.