ლევან მახაშვილი: ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციისგან, უცხოური ჩარევებისგან

ლევან მახაშვილი: ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციისგან, უცხოური ჩარევებისგან

ჩვენც როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციისგან, უცხოური ჩარევებისგან და ა.შ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა. ამით დეპუტატი გამოეხმაურა „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის დაინიცირების შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას.

„USAID-თან დაკავშირებული სკანდალი და ფაქტობრივად, ყოველდღიურად ახალ-ახალ სკანდალებს ვიგებთ, რომელიც დაკავშირებულია უცხოურ ჩარევასთან, დეზინფორმაციასთან და ყალბი ნარატივების მხარდაჭერასთან. ამის ფონზე, საქართველო დღეს დგას სრულიად სხვა გამოწვევის წინაშე, ვიდრე იყო თუნდაც ერთი თვის წინ, ან ერთი წლის წინ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო ცდილობს და იქრობს, როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ჩვენც როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციისგან, უცხოური ჩარევებისგან და ა.შ.“, - განაცხადა მახაშვილმა.

„ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის დაინიცირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.