USAID-მა მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული მთელი მისი პერსონალი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გავრცელებული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადმინისტრაციული შვებულება არ ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც მისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციებს უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, 30 დღის განმავლობაში, ორგანიზაციის პერსონალი, რომელიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ მუშაობს, სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით სამშობლოში უნდა დაბრუნდეს.
ამ შემთხვევაშიც გამონაკლისს დაუშვებენ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოჯახური მდგომარეობის გამო დათქმულ ვადებში აშშ-ში დაბრუნებას ვერ მოახერხებენ. თითოეული ასეთი განცხადება ინდივიდუალური წესით იქნება განხილული.