ანდრაშ ლასლო USAID-ზე: ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის

ანდრაშ ლასლო USAID-ზე: ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის

ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ USAID-ის საქმიანობაზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ თუ USAID ნაკლებად შეძლებს ორგანიზაციების დაფინანსებას, ეს იქნება კარგი ნიშანი.

„USAID ძალიან აქტიურად მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში და ვისაც აქვს გამოცდილება, ვინც იგრძნო საკუთარ ქვეყანაში USAID-ის მუშაობა, მათ შეუმჩნევიათ ამ ორგანიზაციის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ჩარევა, პროექტები. მათი საქმიანობის შეფასება ძალიან საინტერესო პროცესია და ეს ახლახან დაიწყო. ჩვენ ჯერ რამდენიმე ინფორმაცია ვიხილეთ და ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც გარკვეულწილად სამომავლოდ ევროპულ პოლიტიკას განსაზღვრავს.

ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო არაპირდაპირი ჩარევა პოლიტიკაში, არჩევნებში, დემოკრატიაშიც კი.

რამდენიმე წლის წინ უნგრეთში მივიღეთ კანონი არასამთავრობოების გამჭვირვალობის შესახებ და ეს ეხება უცხოურ დაფინანსებას. მსგავსი კანონი ბევრ სხვა ქვეყანას აქვს და მათ შორის, საქართველოსაც. მნიშვნელოვანი იყო კანონი იმის გამო, რომ უცხოური გავლენა გახშირდა, ისეთი ფართო სპექტრი მოიცვა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას, არჩევნების უსაფრთხოებას, ერთიანობას და დემოკრატიას დაუკავშირდა.

თუ USAID პარტნიორების დახმარებით ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად შეძლებს ორგანიზაციების დაფინანსებას, არ ექნება უნარი ჩაერიოს დემოკრატიაში, მაშინ ეს იქნება კარგი ნიშანი და წლების განმავლობაში არასამთავრობოების გამჭვირვალობასთან, მათ დაფინანსებასთან დაკავშირებულ ბრძოლას გაცილებით მეტად გააიოლებს, არარელევანტურს გახდის და უფრო მეტიც - დაასრულებს, რადგან მათი აქტივობა შეიძლება, უბრალოდ გაჩერდეს.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები აშშ-თან დაეფუძნება გულწრფელ დამოკიდებულებას, დიპლომატიას და პოლიტიკურ დიალოგს. აღარ იქნება საჭირო შემოვლითი გზებით, უკანა მხრიდან შეთანხმებები, ბუნდოვანი დაფინანსებები, რასაც აშშ მიმართავდა ბოლო წლებში”, - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა გაყინა. მისი ეს განკარგულება USAID-საც შეეხო. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა ორგანიზაცია და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.