ეხვაია: კუბაში, USAID-მა დააფინანსა სერბი მუსიკალური პროდიუსერები, რომლებიც უნდა შეეგზავნა ე.წ. მუსიკალურ სცენაზე და უნდა გამოერკვიათ ოპოზიციურად განწყობილი კუბელი მუსიკოსები

ეხვაია: კუბაში, USAID-მა დააფინანსა სერბი მუსიკალური პროდიუსერები, რომლებიც უნდა შეეგზავნა ე.წ. მუსიკალურ სცენაზე და უნდა გამოერკვიათ ოპოზიციურად განწყობილი კუბელი მუსიკოსები

რაც გვქონდა იდეოლოგიზებული წარმოდგენები საერთაშორისო ურთიერთობებზე, გლობალურ პოლიტიკაზე, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ირღვევა. ეს არის ერთ-ერთი სიმპტომი იმისა, რაც ხდება ცენტრში, ეს არის ჰეგემონების კრიზისი. ერთ-ერთი გამოვლინება ამ ყველაფრისა და იმ დისკურსზე, რაზეც იდგა ეს ჰეგემონიური პროექტი, ბზარები დაეტყო, - განაცხადა საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-მკვლევარმა ლუკა ეხვაიამ „იმედი LIVE“-ში.

„ამ თემებზე საუბარი ტაბუდადებული იყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე. რამდენჯერაც ვაცადეთ მსგავს თემებზე ვიდეოების ჩაწერა, იქნებოდა USAID-ის კრიტიკა თუ „ფრიდომ ჰაუსის“, ეს კონტენტი ყოველთვის იზღუდებოდა. დღეს ამისთვის სივრცე გამოთავისუფლდა და უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რეალურად რა იდგა ამ ინსტიტუტის მიღმა და რას საქმიანობდა USAID-ი.

ეს ინსტიტუტი რა თქმა უნდა ამერიკის საგარეო პოლიტიკას ემსახურებოდა. გაცილებით მრავალფეროვანი ასორტიმენტი ჰქონდა ინსტრუმენტების, თუ როგორ ცდილობდა თავისი გავლენების გავრცელებას ეს ინსტიტუტი. შეგვიძლია რამდენიმე მაგალითი გავიხსენოთ. კუბაში USAID-მა დააფინანსა სერბი მუსიკალური პროდიუსერები, რომლებიც უნდა შეეგზავნა ე.წ. მუსიკალურ სცენაზე და უნდა გამოერკვიათ ოპოზიციურად განწყობილი კუბელი მუსიკოსები და მათთან ერთად დაეწყოთ ახალგაზრდებში პროტესტის გაღვივება. ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ გადაზრდილიყო რევოლუციურ სცენარში და სახელმწიფო გადატრიალებაში. რა თქმა უნდა კუბის მთავრობამ ეს გამოავლინა და აღკვეთა. რომ გავავლოთ პარალელი, ჩვენთან რაც ხდება, ახალი არ არის, მსგავსი გამოცდილება მსოფლიოში არსებობს“, - აღნიშნა ლუკა ეხვაიამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა გაყინა. მისი ეს განკარგულება USAID-საც შეეხო. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა ორგანიზაცია და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.