რას იზამს გახარია რთულია სათქმელია, მარტო მასზე არ არის დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება. დარჩება გახარია პარლმენტში თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„თუ განცხადებით შემოვა, ამას დავაკმაყოფილებთ, თუ არ შემოვა და არ ივლის პარლამენტში მისი დეპუტაცია, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული, გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად დადგება უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.