თამარ კორძაია: მივდივარ პოლიტიკიდან

თამარ კორძაია: მივდივარ პოლიტიკიდან

თამარ კორძაია პოლიტიკიდიან მიდის. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც კორძაია აღნიშნავს, რჩება აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად.

„მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - მივდივარ პოლიტიკიდან.

2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ - არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, ესეც გასაგებია.

ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად", - წერს კორძაია.

კორძაია 2024 წლის 26 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყრიდა კენჭს.

თომა როგორც პოლიტიკოსი ყოველთვის არარაობა იყავი მოღალატე, მონა, ამის კლასიკური განსახიერება იყავი და იქნები, რა მნიშვნელობა აქვს საიდან იყეფებ, ძაღლის კუდი არ სწორდება.
2 საათის უკან
Gami დევიღუპეთ, რა გვეშველება... რა დროს ჩასცა ლახვარი ზურგში, აზვირთებულ ოპოზოციურ ქარიშხალს! ბერძენიშვილს ძაბირაძეს, ხმალაძეს, ხიდეშელ-უსუფს თავი აქვთ მოსაკლავი - გაზრდილმა უღალატა! P.S. ბიძინამ იყიდა ეგეც...
1 საათის უკან
კანუდოსელი ო, მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!
12 წუთის უკან