ტრამპი: ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია

ტრამპი: ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია

ვაშინგტონში, ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა რელიგიის მნიშვნელობას ამერიკის ცხოვრებაში და განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია“.

ტრამპმა ასევე გაიხსენა მასზე თავდასხმა, რომელიც 2024 წლის ივლისში პენსილვანიაში მოხდა.

„არავინ ვიცით, როდის დასრულდება ჩვენი დრო დედამიწაზე. ეს ჭეშმარიტებაა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადად შევეჯახე, როდესაც მოხდა ერთი ინციდენტი, რომელიც სასიამოვნო არ იყო. ეს არ იყო კარგი რამე, მაგრამ ღმერთი მიცავდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.