გიორგი გამსახურდია: ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავერის კომიტეტი- ემსახურეთ საქართველოს და არა სხვას, ჩვენ ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები

გიორგი გამსახურდია: ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავერის კომიტეტი- ემსახურეთ საქართველოს და არა სხვას, ჩვენ ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის მიერ, ქართველ დიპლომატებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ “ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავერის კომიტეტი”.

გამსახურდია მოუწოდებს ემსახურონ საქართველოს და არა სხვას, რადგან  ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები. 

“ესე და ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავერის კომიტეტი. ამათ მიერ წახალისებული და წაქეზებული ბევრი საჯარო მოხელე დღეს თვისობრივად სხვა აზრზეა, დაინახეს ამ მავნებლური ძალის მავნე შედეგები. ემსახურეთ საქართველოს და არა სხვას. ჩვენ ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები”- წერს გამსახურდია X-ზე.