თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც რა თქმა უნდა, სრულად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც რა თქმა უნდა, სრულად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან

ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც რა თქმა უნდა, სრულად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრისას.

„სიტყვის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ვერანაირი რეგულაცია საქართველოში ვერ იქნება შემოღებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საწინააღმდეგოდ. ამ ფარგლებში ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც რა თქმა უნდა, სრულად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. თუ ვინმე თვლის, რომ ბრიტანეთი ადამიანთა უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების ფარგლებს მიღმაა, მიაკითხოს ბრიტანეთის ხელისუფლებას და მისცეს ეს შენიშვნა, ჩვენ გადმოვიღებთ ამას“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.