„ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში USAID-ის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯის კიდევ ერთ მხილებულ ფაქტზე საუბრობს. როგორც ის წერს, ამჯერად 25 მილიონი ილონ მასკმა აღმოაჩინა. თანხა, როგორც ქართველიშვილი წერს „მწვანე ტრანსპორტის" განვითარებას უნდა მოხმარებოდა.
„კიდევ ერთი 25 მილიონი აღმოაჩინა ილონ მასკმა USAID-ის ხაზით დახარჯული საქართველოში. ამჯერად, „მწვანე ტრანსპორტის" განვითარებისთვის. "მწვანე ტრანსპორტიდან" საქართველოში მე მარტო "მწვანე ავტობუსები" ვიცი - თუ ვინმეს რამე დამატებითი ინფორმაცია გაქვთ, დამავალებთ გაზიარებით. ასე ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ 115 მილიონს, რომელიც USAID-მა ჩვენთან თითქოსდა წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯა - კი ბატონო, ამას „რუსული წყარო" იუწყება და არ დავუჯეროთ. ამ ეტაპზე დავუჯეროთ ილონ მასკს..." - წერს დავით ქართველიშვილი.