კახა კალაძე: მიღებულია გადაწყვეტილება, ამერიკული კანონის„უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ ზუსტი ასლის მიღების თაობაზე

კახა კალაძე: მიღებულია გადაწყვეტილება, ამერიკული კანონის„უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ ზუსტი ასლის მიღების თაობაზე

„აშშ-ის პრეზიდენტისმიერ USAID-ის კრიმინალური საქმიანობის გამოაშკარავების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ამერიკულიკანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA) ანალოგიური კანონპროექტის ინიციირების შესახებ“, განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ.

კახა კალაძის თქმით, დღეს უკვეცხადი გახდაის, თუ საიდან შემოედინებოდა თანხები საქართველოში და რას ხმარდებოდა ეს რესურსები.

„გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, ძირითადად მიმართული იყო პოლარიზაციისკენ, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებისკენ და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისკენ. ამის ბევრი მაგალითი გვახსოვს, თუმცა, გარკვეული ადამიანების ჯგუფებს არ სჯეროდათ და ხან იუმორით, ხანაც დაცინვით გვპასუხობდნენ. ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა USAID -ის შესახებ, მგონია, რომ ყველაფერი ცხადი გახდა. კერძოდ ის, თუ საიდან შემოედინებოდა ეს თანხები, ვინ იდგა იმ რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების უკან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ზუსტად ისეთი კანონის ამოქმედების შესახებ, როგორიც დღეს აშშ-ში ფუნქციონირებს.

„იქნება კოპირება, ასლი, რო მრაიმე კითხვები არ გამოიწვიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.