შალვა პაპუაშვილი: 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით

შალვა პაპუაშვილი: 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით

ვამბობდით, ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის. მათ გადაწყვიტეს მეორეჯერ შესულიყვნენ იმავე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ მათ ამ საკუთარი ქცევით, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას.

„49 „ნაცს“ გუშინ შეუწყდა მანდატი, პარლამენტში დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“. ვნახოთ, ისინი რას გააკეთებენ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც საბოლოო ჯამში, რაც მათ მიიღეს საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე.

ვამბობდით, ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის. მათ გადაწყვიტეს მეორეჯერ შესულიყვნენ იმავე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ მათ ამ საკუთარი ქცევით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შემაწუხებელია, რომ 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში.

„ერთადერთი,რაც შემაწუხებელია, 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, - დასძინა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა 5 თებერვლის სხდომაზე 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

მარბიელი ხო, გახარია და ქემოკლიძეა ნაცი და ენუქიძე, მიქანაძე, და კიდევ ათეულობით გაქოცებული ნაცი პატრიოტი და ინდულიგენციის ქვეშ მყოფია
2 საათის უკან