ირაკლი კობახიძე: მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, რაც ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია

ირაკლი კობახიძე: მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, რაც ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია

მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის ის მთავარი იარაღია, რომელსაც იყენებდა „დიფ სთეითი" საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

„იცით, რომ სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღებია, რასაც იყენებდა „დიფ სთეითი" საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ ერთადერთი, რასაც შეიძლება შეეხებოდეს ეს ცვლილება არის სიცრუესთან და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებულის საკითხები. თუ ვინმეს ეშინია იმის, რომ თავისუფლად ვეღარ მოახერხებს სიცრუის გავრცელებას, სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და შესაბამისად, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ყოველგვარი შელახვის გარეშე იმ ძირითადი უფლებისა, რასაც ჰქვია მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებთან და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან,"- აღნიშნა პრემიერმა.

მარბიელი გამოდის აგერ საიას ყოფილი დირექტორი სიმონიშვილი და ამბობს, რომ ჩვენ არ ვენდობით სასამართლოს, არ ვენდობით მარეგუკურებელს; ამიტომ აქ ინგლისური კანონი ვერ იმუშავებსო ... ანუ, სანამ მათ სასამართლო და მარეგულირებელი არ მოეწონებათ უნდა ავრცელონ ცრუ ინფორმაცია, მიიონ უცხოური ფული და ასრულონ დამფინანსებლის დაკვეთები!!!
როგორია?
2 საათის უკან