მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება აჩვენებს მოღალატე და უსამშობლო ადამიანის კლასიკურ სახეს, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ინტერესების დასაცავად ქართულ მხარეზე ზეწოლა უნდა განახორციელოს.
სოზარ სუბარის თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ მათ ხალხმა არ მისცა ხმა.
„სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს მათ დაკარგეს ის მანდატებიც კი, რომელიც მათ ხალხმა მისცა. ის მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც გარკვეული მანდატი.
ეს ადამიანები არ ემსახურებიან სამშობლოს, იყვნენ ყოველთვის უცხო ქვეყნიდან დაკვეთის შემსრულებლები. დღეს როდესაც ერთი ბატონი წავიდა ასპარეზიდან, ახლა ცდილობენ სხვა ბატონს როგორმე მოაწონონ თავი და ამ თავის მოწონებისთვის ლანგარზე უნდათ რომ მიმართვან ის ქვეყანა, რომელიც მათი სამშობლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის მათი სამშობლო, იმიტომ, რომ მათ სამშობლო არ აქვთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.