უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ USAID-ი წინა ადმინისტრაციის პერიოდში გამოცემა Politico-სა და უნგრეთის მემარცხენე მედიას აფინანსებდა.
„როგორც ირკვევა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წინა ადმინისტრაციის დროს აფინანსებდა ბრიუსელში მოქმედ ულტრაპროგრესულ გამოცემა Politico-სა და პრაქტიკულად მთელ მემარცხენე მედიას უნგრეთში. და მე წლის დესტრუქციულ ფიგურად გამომაცხადეს. ვფიქრობ, მსოფლიო მადლიერი უნდა იყოს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ამ ბნელი შეთქმულების გამოვლენისა და დასრულებისთვის“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.