ეს რაც ხდება მე არ მომწონს. თეატრში არ შეიძლება გამოსვლები, კივილი, წივილი, პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა მსახიობი თემურ გვალია, გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროტესტო აქციებში მისი კოლეგების მონაწილეობას.
მისი თქმით, თეატრი შუაზეა გაყოფილი და დაუშვებელია ის, რაც ახლა ხდება. თემურ გვალიას განცხადებით, თეატრში პოლიტიკის ადგილი არ არის.
„ხალხი ვინც ისე არ ფიქრობს ვინც გარეთ დგას, მსახიობებზე მაქვს საუბარი, ხელოვნების მუშაკებზე იქნება გამოვიდნენ, ილაპარაკონ, თქვან თითო სიტყვა. გაჩუმებულები არიან და სულ რამდენიმე კაცი ვსაუბრობთ და მე არც მტერი ვარ იმათი, უბრალოდ მინდა სიმართლე გაირკვეს.
ეს რაც ხდება მე არ მომწონს. იმიტომ, რომ არ მომწონს, რომ მე გავიზარდე ოჯახში, მე გავიზარდე თეატრში მიშა თუმანიშვილის პედაგოგობის ქვეშ და ასეთ რამეს გვეუბნებოდა ხოლმე, რომ მსახიობი თეატრში, რომ შედის ის არის ტაძარიო. ფაქიზად შემოდითო, ჩუმადო, არ იყვიროთო, მოეფერეთ კედლებსო. ამას რატომ ვყვები იცით? ყველაზე ბედნიერი ხალხი ალბათ ჩვენ ვართ, რომ პროტესტის გამოხატვა შეგვიძლია სცენაზე. შეგვიძლია გამოვიდეთ სცენაზე, მე როლი ვითამაშო და იმ როლში ჩავდო ის სათქმელი, რაც მინდა ვთქვა.
თეატრში არ შეიძლება გამოსვლები, კივილი, წივილი, პოლიტიკა. არ შეიძლება თეატრში. დოიმ არ იცის, რომ თეატრში ეგ არ უნდა გააკეთოს? მიშა თუმანიშვილის გაზრდილია“, - განაცხადა თემურ გვალიამ.
თემურ გვალიას თქმით, როდესაც მისი კოლეგები საუბრობენ რეპრესიებზე, მისთვის გაუგებარია რას გულისხმობენ ისინი და რაში გამოიხატება ის.
ის, ასევე, გამოეხმაურა მზია ამაღლობელის საქმეს და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი ქმედებისთვის პირი იქნება პასუხისგებაში მიცემული.
„რომელიმე ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ეს მოხდება და ადამიანს არ დაიჭერენ? დანაშაული არის დანაშაული. როცა იცი, რომ დანაშაულია, შენ ამაზე მიდიხარ სპეციალურად და მერე ავად ხდები და ცუდად ხდები... სააკაშვილის არ იყოს, თუ აკეთებ ვაჟკაცურად გააკეთე“, - განაცხადა თემურ გვალიამ.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქუჩაში მყოფი ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ასცდა დასავლეთის გზას, აღმოჩნდა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ერთი-ერთში მეორდება აშშ-ში, ტრამპის ხელისუფლების პირობებში.
თემურ გვალიას განცხადებით, ის მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება. მისი თქმით, დროა რომ ამ რეჟიმმა აგოს პასუხი.
ქვეშაჯვიასი..თეატრი უნდა მაყურებელს სიმშვიდის მისაღებად და არა რევოლუციებისთვის!