ირაკლი გოგავა: სახელმწიფომ უნდა მიიღოს რამდენიმე მკაცრი გადაწყვეტილება, ქართული მედია არ შეიძლება ფინანსდებოდეს უცხოური ფულით

ირაკლი გოგავა: სახელმწიფომ უნდა მიიღოს რამდენიმე მკაცრი გადაწყვეტილება, ქართული მედია არ შეიძლება ფინანსდებოდეს უცხოური ფულით

საქართველოს სახელმწიფომ უნდა მიიღოს რამდენიმე მკაცრი გადაწყვეტილება, - განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, პირველი ის, რომ ქართული მედია არ შეიძლება ფინანსდებოდეს უცხოური ფულით.

„ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. მეორე, ის, რომ გრანტების ასე „უპრაგონოდ“ მიცემა, ვისაც გინდა რომ აძლევ და რასაც გინდა აკეთებინებ, ეს არ შეიძლება. უნდა შეიქმნას სახელმწიფოს ქვეშ საზოგადოებრივი ფონდი, სადაც ყველა გრანტის მომცემი უცხოელი შეიტანს ფულს, ოღონდ მიზნობრივად, რომ აქ, მაგალითად, მინდა ყარყატების გადარჩენის პროგრამა, ასი ათას დოლარს შემოგწირავთ საქართველოს. შემდეგ ეს ფონდი აანონსებს ტენდერს და რომელი „ენჯეოც“ უკეთეს წინადადებას შესთავაზებს, იმას გადასცემენ შემოსულ ასი ათას დოლარს. ასე უნდა იმუშაონ, თორემ ახლა მთელი 30 ქვეყნის აგენტურა მუშაობს ამ ქვეყანაში. ზოგი ცოტას ხარჯავს, ზოგი მილიონებს ხარჯავს“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

მარბიელი რაღაცეები წავიკითხე; ძალიან მომწონს მედიარეგულირების ბრიტანული კანონები; რაც შეეხება დაფინანსებას - მედია რა თქმა უნდა არ უნდა ფინანსდებოდეს უცხოეთიდან! უკვე ვნახეთ თუ როგორი ანტიქართული დაკვეთები მოსდევს უცხოურ ფინანსებს!
2 საათის უკან