დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი და აგენტოკრატების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, ამჟამადაც ამერიკას სთხოვს

დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი და აგენტოკრატების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, ამჟამადაც ამერიკას სთხოვს

"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, აშშ-მა უნდა განახორციელოს ზემოქმედება „ქართული ოცნების“ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ხაზარაძე მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი და აგენტოკრატების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და ამჟამადაც ამერიკას სთხოვს - არ დაბრკოლდე, დაიკიდე ეს ქვეყანა, საკუთარი ინტერესები დაიცავიო.

"ძველი კომკავშირელი ზონდერი, სააკაშვილის ბიზნეს-რეიდერი,  ვადაგასული თაღლითი და წარმატებული ჯაშუში - რომელსაც არასდროს აზრადაც არ მოსვლია, საქართველოს ინტერესების დაცვა.  ზეწოლა ეროვნულ მოძრაობაზე, ზეწოლა სააკაშვილისთვის მიუღებელ ბიზნესმენებზე, ზეწოლა სოციალურად დაუცველ რიგით მოქალაქეებზე და ზოგადად - ზეწოლა საქართველოზე, რომელსაც განსაკუთრებული ზიზღით ვერ იტანს და დაუნდობლად ებრძვის. მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი და აგენტოკრატების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, ამჟამადაც ამერიკას სთხოვს - არ დაბრკოლდე, დაიკიდე ეს ქვეყანა, საკუთარი ინტერესები დაიცავიო. უსამშობლო, გამყიდველი, ჯაშუში - საქართველოს ღალატში ღვაწლმოსილი რეციდივისტი - რასაც არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება...", - წერს დავით ქართველიშვილი.

ლაზი ეს გამოგონილი პროირანულობა და პროჩინურობა იმისთვის სჭირდებათ, საკუთარი პროამერიკულობა რომ დაუმტკიცონ ტრამპს, რომელსაც ხან ოლიგარქს ეძახიან, ხან მასხარას და ხან მოძალადეს.
საქართველოს მთავრობა, 33 წლიანი ვაკუუმის შემდეგ, პროქართულ პოლიტიკას ატარებს. ირანთან ნორმალური ურთიერთობის ქონა, პროირანულობა კი არა ქვეყნის ინტერესებშია. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა სწორედაც რომ საქართველოს ეკონომიკურინტერესს ემსახურება.
რუსეთის ფაქტორის გამო, არავინ და ვერავინ ააშენებს ანაკლიის პორტს, ჩინეთის გარდა. ხოლო ჩინეთის ტვირთების გარეშე ეს სატრანსპორტო მაგისტრალი მართლა ცარიელ დერეფნად დაგვრჩება.
ეს ყველაფერი, განა მათ არ იციან? მაგრამ სწორედ ამ ურთიერთობების ჩამოშლაა ქვეყნის გაპარტახების და აყირავების წინაპირობა, რაც მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთად ერთი გზაა.
ამიტომაც არის, რომ ქვეყანას ხან რუსეთთან საომარ პოლიგონად სთავაზობენ და ხან ირანთან და ჩინეთთან დაპირისპირების მოედნად.
1 საათის უკან