USAID-ის მიერ საქართველოში, თითქმის, $42 მლნ მხოლოდ წინასაარჩევნოდ იყო გამოყოფილი არეულობის შესაქმნელად                 

USAID-ის მიერ საქართველოში, თითქმის, $42 მლნ მხოლოდ წინასაარჩევნოდ იყო გამოყოფილი არეულობის შესაქმნელად                 

USAID-ის ირგვლივ ატეხილი დიდი  სკანდალის ფონზე, საქართველოსთან დაკავშირებით ამ ორგანზიაციის ბოლო დროს მავნებლურ საქმიანობა და ქვეყნის შიგნით რადიკალური ჯგუფების დაფინანსება გამოაშკარავდა. რაც ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, დასტურდება, რომ კონკრეტული დონორების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების, მათ შორის პოლიტიკურად აფილირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალმილიონიანი დაფინანსება, რომელთა მიზანი იყო საქართველოში რევოლუციური სცენარი წარმართულიყო.

მმართველი გუნდის თქმით, გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთვის თითქმის 42 მილიონი დოლარი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით იყო გამოყოფილი USAID-ის მიერ. აშშ-ს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ეს ქვეყანაში არეულობის და გარკვეული საპროტესტო ფონის შესაქმნელად იყო გამიზნული. რასაც ხელისუფლება კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ცდილობდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, უკვე აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ საჯაროდ გამოიტანა.    

„USAID-მა დიდი ხანია გადაუხვია თავის თავდაპირველ მისიას, რომელიც საზღვარგარეთ ამერიკული ინტერესების პასუხისმგებლიანად წინ წაწევას ითვალისწინებდა... ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს. ამ ვითარების გასაანალიზებლად და სააგენტოს საქმიანობაზე უკეთესი კონტროლის დასამყარებლად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დანიშნა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ მარკო რუბიომ ასევე აცნობა კონგრესს, რომ მიმდინარეობს USAID-ის საგარეო დახმარების საქმიანობის შემოწმება პოტენციური რეორგანიზაციის მიზნით.

„ჩვენ ვაფასებთ USAID-ის საქმიანობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის სრულად შეესაბამება America First დღის წესრიგს და სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკას. ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ მათი გადასახადებიდან გაღებული სახსრები მიზნობრივად იხარჯებოდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

„USAID-მა, პოლიტიკური „ენჯეოების“ გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ, ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ექვივალენტია. ეს შედარება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება, თუკი საფუძვლად ავიღებთ ქვეყნების GDP-ს. შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. USAID-მა, რომელიც 2020 წელს თავად იყო პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების და არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე და 2024-შიც იგივე გააგრძელა, უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან“, - სოციალურ ქსელში წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე კი  სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია.

როგორც ის აღნიშნავს, უნდა გადამოწმდეს და გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი.

„ხალხის ძალის“ წევრი  და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ USAID-ს,  GDP-ს, NED-ს - ყველა ამ ორგანიზაციის თავისუფლად შეგვიძლია „დიფ სთეითი“ ვუწოდოთ. ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც ჩანერგილები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქვთ უდიდესი ფინანსური რესურსი, გავლენა, რომელსაც კონკრეტული მიზნებისთვის იყენებენ.    

„ავიღოთ კონკრეტულად ევროპა და საქართველო, და განვიხილოთ როგორ ხდებოდა გავლენების გაძლიერება. ეს იყო განსაკუთრებული პერსონა სოროსი, რომელსაც აღმოსავლეთში  და დასავლეთში ინსტიტუტი აქვს, რომელიც არაერთ ანგარიშში მოხვდა. ეს ორგანიზაცია  წლებია ევროპაში ოპერირებს, სულ ახლახანს ალბანეთის და უკრაინის სასამართლო სისტემის რეფორმა განახორციელა. ეს ორივე ქვეყნის სასამართლო რეფორმა ქვეყნის საზღვრებს არის გასული და მათ ამ ორგანიზაციის სხვადასხვა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციები კურირებდნენ. საქართველოში კი დაანონსებულ იყო ე.წ. ვეტინგის რეფორმა. ჯორჯ სოროსმა შექმნა ქსელი, რომელიც დისტრიბუციას უწევდა ომებს და რიგ შემთხვევაში რევოლუციებს. ან ხდებოდა რაღაცა სამართლებრივი არგუმენტებით შეფუთული სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებების ცვლილებები. სოროსი, რომელიც მილიონერი იყო, არ გვეგონოს, რომ ის ამ ყველაფერს საკუთარი ფულით და რესურსებით უზრუნველყოფდა, ის ამას  ამერიკელი  მოქალაქეების  მიერ გადასახადებში გადახდილი ფულით აკეთებდა. პირდაპირ ისაუბრა ამაზე, ვიცე პრეზიდენტმა ვენსიმ - რატომ უნდა იხარჯებოდეს გაურკვეველ და ბუნდოვან რეფორმებში მისი ბებიის და ბაბუის დანაზოგი. ბოლო დროს კი ხშირად ეს  ფინანსები, უკრაინელი მაღალჩინსონების გამდიდრებაზე იხარჯებოდა. ამ ყველაფერს კი ჯორჯ სოროსის ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა. სოროსი გამოცხადდა პირველ ბოროტებად ტრამპის მხრიდან. ხოლო ყველა ეს სინდიკატი ორგანიზაცია უნდა გადამოწმდეს“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, საქართველოში ეს პროცესები კალკის სახით არის გადმოტანილი და რასაც „დიფ სთეითი“ დაუკვეთავს შუაგულ ევროპაში, იმას აკეთებენ ეს ორგანიზაციები copy paste-თი.   

„ძალიან ნათელი მაგალითები შეგვიძლია ფერადი რევოლუციების ერთი-ერთში განვიხილოთ, როგორ ზედმიწევნით გვანან ერთმანეთს. ერთი მეთოდებით და პატარა ნიუანსებითაც კი ერთმანეთის ანალოგია. ასევე იყო უკრაინის მაიდანი, რომლის გადმოტანაც საქართველოზეც უნდოდათ. ასე მიმდინარეობს ახლა ეს უკვე სასაცილოდ ქცეული მარში, რომელიც ზუსტად გადმოკოპირებულია.  ამ მარქსისტულმა - მემარცხენე სიგიჟის ისტორიამ, რაც უკვე დახურდავდა და სახე შეიძინა ლგბტქ პროპაგანდის, ვოუქიზმის ხატად ჩამოყალიბდა. წარმოვიდგინოთ, რომ ეს იდეოლოგია ამ ადამიანებმა მრწამსის დონეზე აიყვანეს.

თავისუფლად ამ ყველაფერს ანტიცივილიზაციის  სამყარო ვუწოდოთ. წარმოიდგინეთ იმ დონეზე მიიყვანა ბაიდენის ადმინისტრაციამ და „დიფ სთეითმა“  ეს ყველაფერი, მთელს მსოფლიოს როგორც იდეა და შეცვლილი იდეოლოგია,  ისე მიაწოდა. ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა მათ დაუპირისპირდა. ეს იყო ადამიანის გონებრივი  სტერლიზაციაზე გათვლილი. ასევე ახალგაზრდების იდეოლოგიის და გონების გამორეცხვაზე“, - ამბობს ქადაგიძე.         

კანუდოსელი აიკრძალოს სოროსის ფონდი! დროულად გამოცხადდეს კანონგარეშე ორგანიზაციად და მიიხუროს!
3 საათის უკან