მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე: მთელ მსოფლიოს აჩვენა პატრიოტიზმის ის ხარისხი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ მსოფლიოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რამდენი მილიარდის დაკარგვაც არ უნდა დაემუქროთ

მეტი სანქცია რა უნდა დაადონ, შვეიცარიის ორი წამყვანი ბანკი გაანადგურეს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის, ეს ყველაფერი „დიფ სთეითმა“ გააკეთა, თუ „დიფ სთეითის“ გავლენები კვლავ გაგრძელდება იმგვარად, რომ მოახერხებენ მათ შორის ბრიტანეთის სანქციებიც უზრუნველყონ, შეიძლება ასეც მოხდეს, ან არ მოხდეს, ნუ ვიმკითხავებთ, ეს არავინ იცის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

„ბიძინა ივანიშვილი არ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომ დაექვემდებაროს შანტაჟს და ფულის დაკარგვის (რამდენი მილიარდიც არ უნდა იყოს ) შიშით საკუთარი ქვეყანა გაწიროს. პატრიოტიზმის ეს ხარისხი ალბათ ვერ წარმოედგინათ და ამ კაცმა მთელ მსოფლიოს აჩვენა პატრიოტიზმის ის ხარისხი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ მსოფლიოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რამდენი მილიარდის დაკარგვაც არ უნდა დაემუქროთ, თავის ქვეყანას არ სწირავენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.