მამუკა მდინარაძე აშშ-ში ელჩობის კანდიდატზე: კანდიდატზე არ გვისაუბრია ნამდვილად. არ ვიცი მთავრობაში ამაზე საუბარი შედგა თუ არა, ყოველ შემთხვევაში პირადად მე ასეთი საუბრის მონაწილე არ ვყოფილვარ

მამუკა მდინარაძე აშშ-ში ელჩობის კანდიდატზე: კანდიდატზე არ გვისაუბრია ნამდვილად. არ ვიცი მთავრობაში ამაზე საუბარი შედგა თუ არა, ყოველ შემთხვევაში პირადად მე ასეთი საუბრის მონაწილე არ ვყოფილვარ

კანდიდატზე არ გვისაუბრია ნამდვილად. არ ვიცი მთავრობაში ამაზე საუბარი შედგა თუ არა, ყოველ შემთხვევაში პირადად მე ასეთი საუბრის მონაწილე არ ვყოფილვარ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, დიპლომატიური ხაზები მუშაობს იმაზე, რომ, მათ შორის, მაქსიმალური გამჭვირვალობით, მეორე მხარის მიმღებლობით ეს საკადრო პოლიტიკაც სწორად დალაგდეს.

„მოგეხსენებათ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ასეთი დიდი ქვეყნების პრეზიდენტები ცოტა მოგვიანებით იცლიან ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დიპლომატიური ხაზები მუშაობს იმაზე, რომ, მათ შორის, მაქსიმალური გამჭვირვალობით, მეორე მხარის მიმღებლობით და ა.შ. ეს საკადრო პოლიტიკაც სწორად დალაგდეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.