მთავრობას სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში ცენტრალური მაგისტრალები რომ არ შეეტანა, ამ შემთხვევაში დანაშაულიც კი არ გამოდიოდა ცვლილებების გარეშე, ახლა ცვლილება არ სჭირდება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენერები და მათთან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ თუ არ ვცდები ხვალ, აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტვინონ პროტესტანტებს და ეუბნებიან, რომ მოასწრონ მანამ, სანამ ეს დანაშაული არ არის. გამორიცხულია არ იცოდნენ, რომ დანაშაულია, რადგან ის ცენტრალურ მაგისტრალში გადის და ეს ცენტრალური მაგისტრალი გადის სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში. აქედან გამომდინარე, დღეს არის დანაშაულია. რადგან ეს იციან, მიზანი არის რომ პროტესტის მონაწილეები გაწირონ, გადააკეტვინონ და მერე ეს ადამიანები პოლიციას დააჭერინონ და თქვან, რომ ესენი არიან რეჟიმის პატიმრები.
ვთხოვე ყველა პროტესტანტს, ყურადღება მიაქციონ რას უკეთებდნენ ამ აქციის რეალური ორგანიზატორები - ატყუებდნენ, რომ არ არის დანაშაული, ხვალ დააკეტვინებდნენ გზას, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათი დაკავება სისხლის სამართლებრივი წესით და შემდეგ იტყოდნენ, რომ ამ ხალმა ეს არ იცოდა და უდანაშაულები ვართო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.