მამუკა მდინარაძე: თუ „დიფ სთეითის“ დამარცხებას, დაპირებისამებრ, ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია შეძლებენ, მაშინ ჩვენ ყველანი ამას საკუთარ თავზე ვიგრძნობთ და ბუნებრივად, გადატვირთვის პროცესი ერთი-ათად გაიოლდება

თუ „დიფ სთეითის“ დამარცხებას, დაპირებისამებრ, ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია შეძლებენ, მაშინ ჩვენ ყველანი ამას საკუთარ თავზე ვიგრძნობთ და ბუნებრივად, გადატვირთვის პროცესი ერთი-ათად გაიოლდება, - განაცხადა „ ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ შესრულდება გაცხადებული პოზიცია და დაპირება იმის შესახებ, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება, საქართველოსთვის ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი და კარგი.

„თუ ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდება, მაშინ ეს ნეგატიურად აისახება საქართველოზე. მარტივი ფორმულაა. თუ „დიფ სთეითის“ დამარცხებას, დაპირებისამებრ, ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია შეძლებენ, მაშინ ჩვენ ყველანი ამას საკუთარ თავზე ვიგრძნობთ და ბუნებრივად, გადატვირთვის პროცესი ერთი-ათად გაიოლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც ხდება დღეს ასე გაგრძელდება, მაგრამ საქართველო თავისი დამოუკიდებლობის უკვე მოპოვებული ხარისხიდან გამომდინარე შეძლებს თავი გადაირჩინოს და განვითარებაც გააგრძელოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.