ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით საპასუხო ტარიფებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპის მიერ დაწესებული დამატებითი 10%-იანი ტარიფები ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა საქონელზე დღეიდან შევიდა ძალაში.

ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დააწესებს 15%-იან ტარიფებს ნახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე, ასევე 10%-იან ტარიფებს ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და გარკვეული ტიპის ავტომობილებზე.

როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის მიერ დაწესებული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება.