კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პერიოდში მილიარდობით დოლარი, რომელიც განკუთვნილი იყო გაჭირვებაში მყოფი ამერიკელებისთვის, არალეგალურ მიგრაციას მოხმარდა.
„ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მილიარდობით დოლარი, რომელიც განკუთვნილი იყო გაჭირვებაში მყოფი ამერიკელებისთვის, არალეგალურ მიგრაციას მოახმარდა. სრული განუკითხაობა!“, - დაწერა მასკმა.