ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას – New York Times, National Public Radio, NBC News და Politico-ს პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს. გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულმა მედიაორგანიზაციებმა 14 თებერვლამდე უნდა დატოვონ პენტაგონის სამუშაო სივრცეები, ხოლო მათ ადგილას განთავსდებიან New York Post, One America News Network, Breitport News და HuffPost News.

პენტაგონის პრესსამსახური აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზანია სხვა მედიასაშუალებებისთვის სამუშაო შესაძლებლობების შექმნა და ყოველწლიური როტაციის პრინციპის დანერგვა, თუმცა დაზარალებული მედიაორგანიზაციები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

NBC News-ი აღნიშნავს, რომ ეს ხელს შეუშლის მათ საინფორმაციო საქმიანობას, New York Times კი განაცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს. NPR მოუწოდებს თავდაცვის დეპარტამენტს, გაზარდოს სამუშაო სივრცე, რათა უზრუნველყოს ყველა მედიასაშუალების თანაბარი წვდომა.

პენტაგონის პრესსამსახური უარყოფს მედიაზე ზეწოლის ბრალდებებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ ზღუდავს მედიასაშუალებების საქმიანობას.