„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
პარტიის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს, რათა ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.
„სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება.
ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის იზრდება ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე.
ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის შესაბამისადაც ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის განისაზღვრება პატიმრობა სამ წლამდე ვადით.
ასევე, იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის.
მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაშიც.
აგრეთვე სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე.
ახალი ნორმით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
რას ნიშნავს პროდასავლური? დასავლეთშია ალბანეთი, კუბა, აღმოსავლეთში იაპონია; სამხრეთში ახ ზელანდია...
ვის-ისტი ხართ და რატომ?
რომელი აშშ-სტი ხართ, ბაიდენის, თუ სრულიად განსხვავებული ტრამპის? როგორ შეიძლება ორივე გინდოდეს და მოგწონდეს!!!
საფრანგეთი დღემდე ფლობს 5 კოლონიებს (ახ კალედონია, საფრანგეთის გვიანა, პოლინეზია...) ეს მოგწონთ?
ფულისა და სკამის გარდა რა გინდათ? რაა თქვენი იდეოლოგია ხაზარაძე, გვარამია, ბოკერია, ბოკუჩავა, ვაშაძე?
იუეისაიდის პროგრამების შეჩერება ქართველ ხალხს აზარალებსო, ფარისევლურად რომ მოთქვამთ, სტრატეგიული ტრასების გადაკეტვა არ აზარალებს ხალხს?
თუ საჭმელში ჩაფურთხებაა დასავლური? ... ან ბორჯომში და ღვინოში ჩაფსმა?
თქვენ ხართ სრულიად უიდეოლოგიო, უსამშობლოო, კაცთმოძულე და ფულსმთაყვანებელი არსებები!