ჩვენი ნაბიჯებიც საგაზაფხულო სესიაზე სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტების მედეგობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.
მისი თქმით, გარე ძალების მხრიდან წნეხი გრძელდება.
„არაფორმალური გავლენები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რა თქმა უნდა კვლავ არიან. თან არ დავივიწყოთ, რომ ეს არ არის მარტო აშშ-ს ნაწილი, აქ არის ევროკავშირის ნაწილიც. სამწუხაროდ გრძელდება იგივე წნეხი და ზეწოლა არაფორმალური გავლენების მხრიდან. ჩვენი ნაბიჯებიც საგაზაფხულო სესიაზე სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტების მედეგობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტები ზოგადად და მათი ფუნქციონირება და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური პროცესების კიდევ უფრო წახალისებას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები.