ფაქტია, რომ პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკასთან სრულად თანხვედრაში არ არის ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ ადგილზე ზოგიერთი დონორის, მათგან დაფინანსებული „ენჯეოებისა“ თუ პარტიების მხრიდან. პირიქით, ვხედავთ უფრო გამწვავებულია მცდელობა ქვეყნის არევის, ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლისა და მართლწესრიგის წინააღმდეგ წასვლის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის განცხადებების შეფასებისას, რომელიც USIAD-სა და NED-ს ეხებოდა.
„დამაიმედებელია ის ტემპი, სიცხადე, პირდაპირობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ახლა უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით პოლიტიკის გადახედვის მხრივ. ამავე დროს, მე იმედი მაქვს, ის მოწოდება, რომელიც მე მანამდეც მქონდა, გარდა გამჭვირვალობისა, მე ვისურვებდი, რომ აშშ-ის შესაბამისმა უწყებამ გამოიძიოს USIAD-ის ჩართულობა 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების საკითხში.
გამოიძიოს და დაადგინოს, რასთან გვქონდა საქმე, რა განზრახვები იყო ამის უკან, როდესაც ამ ყალბი პივიტით ცდილობდნენ ქვეყნის აყირავებას ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ და როდესაც გაირკვა, რომ თურმე, USIAD-ის დონორს სცოდნია ამის შესახებ და ამას ყველას გვიმალავდა, არა მხოლოდ ხელისუფლებას, თქვენ, ჟურნალისტებს გიმალავდათ ამ სიმართლეს, მოსახლეობას უმალავდა ამ სიმართლეს. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი გამოძიება ჩატარდებოდა ამასთან დაკავშირებით და გაირკვეოდა, რა განზრახვა იდგა ამის უკან.
რაც შეეხება ამ ტემპს, ერთი მხრივ, დამაიმედებელია, მეორე მხრივ, ცოტა გასაკვირია, რომ ადგილზე დიდად არაფერი იცვლება. მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის გუშინდელი აქციაც ამას მოწმობს.
არ ვიცი, რას დავაბრალოთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სტეიტის“ საცეცების შეწინააღმდეგების გარკვეულ აგონიასთან გვაქვს საქმე და ახლა ცდილობენ, გამოიყენონ ბოლო მომენტები, რომ არიონ სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში, თუ იმასთან გვაქვს საქმე, რომ ბოლომდე არ არის ჯერ ჩასული ის მითითება, რომელიც საჯაროდ გვესმის ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციიდან, ფაქტია, რომ გაცხადებული პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის, მათი განცხადებები, სრულად თანხვედრაში არ არის ის, პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ ადგილზე ზოგიერთი დონორის, მათგან დაფინანსებული „ენჯეოებისა“ თუ პარტიების მხრიდან. პირიქით, ვხედავთ უფრო გამწვავებული არის მცდელობა, ქვეყნის არევის, ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლისა და მართლწესრიგის წინააღმდეგ წასვლის. ამიტომ, ჩვენ ჯერ-ჯერობით ამ სიცხადის მოლოდინში ვართ და იმედი გვაქვს, რომ ეს სიცხადე გამოჩნდება და იმას, რასაც ჩვენ საჯარო, მკვეთრი და მკაფიო განცხადებებით ვხედავთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციიდან, ამის პრაქტიკულ განხორციელებას დავინახავთ როგორც ამერიკელი დონორებისგან, ისევ აშშ-ის საელჩოს მხრიდან და ყველა იმ ინსტიტუციის მხრიდან, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტთან და ადმინისტრაციასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.