„სერბეთისგან განსხვავებით, ჩვენს ხალხს არ უნდა ეს ოპოზიცია - პარტიებს საკუთარი ამომრჩეველიც ვერ გამოჰყავთ ქუჩაში“

„სერბეთისგან განსხვავებით, ჩვენს ხალხს არ უნდა ეს ოპოზიცია - პარტიებს საკუთარი ამომრჩეველიც ვერ გამოჰყავთ ქუჩაში“

რადიკალებს სერბეთის სცენარის განმეორება არ გამოუვიდათ. 2 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ახალის“ ლიდერები რამდენიმე ასეულ მხარდამჭერებთან ერთად, დედაქალაქის შემოსასვლელის ჩაკეტვას ცდილობდნენ, რაც პოლიციამ აღკვეთა. წინააღმდეგობის გაწევის გამო, გიგი უგულავა, ნიკა მელია და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციას და მის რადიკალურ ენჯეო სექტორს ამერიკიდან დაფინანსება შეუწყდა, თუმცა ბრიუსელიდან მხარდაჭერა ჯერჯერობით კვლავ აქვთ და შესაბამისად, სანამ ტრამპის ახალი პოლიტიკა ევროპამდე მისულა, საქართველოს რყევას განაგრძობენ. თუმცა მათი მიზნები არ გამართლდება, რადგან საქართველოში სერბეთის სცენარის განმეორება რიგი მიზეზების გამო გამორიცხულია.

ოპოზიცია, როგორც ჩანს, ცდილობს დარჩენილი დრო გამოიყენოს და 2 თებერვალს დედაქალაქის შემოსასვლელის გადაკეტვის მცდელობა ვნახეთ, რაც უშედეგო აღმოჩნდა. რა ხდება, რას ცდილობს ოპოზიცია?

- რა თქმა უნდა, ოპოზიცია თავისას ცდილობს და ის დაფინანსება, რაც უკვე აღებული აქვს, უნდა ქვეყნის აყირავებისთვის გამოიყენოს. ვნახეთ, რომ რაღაცა მცდელობები აქვთ და ამას გააგრძელებენ, თუმცა რა გამოსდით, მაგასაც კარგად ვხედავთ. როდესაც ამხელა აქცია იგეგმება, დედაქალაქის მნიშვნელოვანი მაგისტრალების გადაკეტვას აპირებ, რამდენიმე ათასი კაცი ხომ მაინც უნდა გამოიყვანო! მით უმეტეს ამ პროცესს ოპოზიციის ლიდერები ედგნენ სათავეში და ხომ შეეძლოთ საკუთარი პარტაქტივის რაღაცა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც გამოეყვანათ?! ალბათ, აქაც ის ხალხი წაყვა, რომელსაც ყველაზე მეტს უხდიან. ხომ ნათლად ჩანს, რომ ამ აქციების უკან ოპოზიცია და მათი ლიდერები დგანან. რადიაკლური ოპოზიცია ნაცმოძრაობის ლიდერების მეშვეობით ქვეყანაში პროცესების არევას რომ ცდილობს, ეს უკვე უცხო არავისთვის არ არის, თუმცა ხალხი არ ჰყოფნით. აბა, სად არის ხალხი, სად იყო მასობრივი პროტესტი?

ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზცია მაინც თავს იკავებდა, რომ ასე, საჯაროდ, საპროტესტო აქციების ლიდერობა და მართვა ხელთა აეღო. იყო მცდელობა, რომ ეს სახალხო პროტესტად წარმოჩენილიყო. ახლა რატომ გადაწყვიტეს ღიად გამოსვლა?

-ძალინ სწორი შემჩნევაა და აქ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, პირველია ის, რომ ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერები აღარ ენდობიან. ხალხს წააქეზებენ, მიუქსევენ სპეცრაზმს და პოლიციას, შემდეგ კი თავად მათ ზურგს უკან ამოფარებულები იმალებიან და მშრალები გამოძვრებიან ხოლმე ამ სიტუაციიდან. ხალხმა ეს კარგად დაინახა. რამდენიმე ასეული კაცია ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებული, რომელთა ბედიც არავის აღარ აღელვებს. სულ პატარა ბავშვების კისერზე გადაიარა ამათმა მოღალატეობრივმა ქმედებებმა, რაც ახალგაზრდობამ დაინახა და მათ სიგიჟეში აღარ ჰყვებიან. ამდენად, ოპოზიციის ლიდერები იძულებულები არიან, თავად გამოჩდნენ. როგორც ჩანს, ეს მათ ბაბლში უკვე ძალიან მწვავე საკითხად დგას, რომ ხალხი ზარალდება, აკავებენ, ნაცემია ახალგაზრდობა და ესენი ფულს იკუჭავენ  ჯიბეში.

სერბეთში მასობრივი და ძალიან მასშტაბური გამოსვლებია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგა, თუმცა ხალხი მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას ითხოვს. ოპოზიცია სერბეთის მაგალითის საქართველოში განმეორებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. რატომ, რა განსხვავებაა საქართველოსა და სერბეთს შორის?

- პირველი - საქართველოს ხელსიუფლებამ ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია მიიღო ქვეყნის მოსახლეობისგან. 26 ოქტომბერს „ოცნებამ“ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ყველას აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მცდელობის და წნეხის მიუხედავად, „ოცნებას“ საკუთარი ამომრჩევლის და მხარდამჭერების იმედი არ გაუცრუებია. ძალიან მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ უმკლავდება არნახულ შეტევას. ოპოზიციას ეხმარებოდნენ დასავლეთიდან - ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არნახული შეტევა იყო - საქნცეიბის პაკეტი, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად მიიღო „ოცნებამ“.

მეორე ფაქტორი კი სერბეთისგან განსხვავებით ის არის, რომ ხალხს არ უნდა ეს ოპოზიცია. არა აქვს მათ მიმართ ნდობა. მათთვის მიუღებელია ეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ საპროტესტო მუხტის ავანგარდში არიან. ამიტომ სერბეთში თუკი მსგავს გზის გადაკეტვას და მასობრივ პროტესტს ხალხი შეუერთდა, აქ ასე არაა. პარტიებს საკუთარი ამომრჩეველი ვერ გამოჰყავთ ქუჩაში.

ჯერჯერობით ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან არანაირი განცახდება საქართველოსთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. ვხედავთ დუმილს ამერიკის ელჩისგან, რომელიც ამ ეტაპზე არ ჩანს. რა ძალებს ეყრდნობა ახლა ოპოზიცია და არის თუ არა ახლა მათი მთავარი მხარდამჭერი ევროპა?

- რა თქმა უნდა, ამერიკის ელჩი სანამ არ მიიღებს მკაფიო გზავნილს ადმინისტრაციისგან და არ გაიგებს მათ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, მანამდე დუმილის რეჟიმში იქნება. გვახსოვს ტრამპის ბოლო პრეზიდენტობის დროს კელი დეგნანი, რომელიც საქართველოში დანიშნეს, შეკრული თმებით, დიდი სანთლებით ეკლესიაში დადიოდა და ხაჭაპურებს აცხობდა. ეს ქალბატონი მაშინ ქართულ ტრადიციებს ისე მოერგო, რომ საბოლოო ჯამში, ვიფიქრე, აქ დარჩებოდა. ვხედავდით მის მიმართ ოპოზიციის ლიდერების არნახულ შეტევას, გვახსოვს ნიკა გვარამის ცნობილი მონოლოგი მის წინააღმდეგ, ასევე - მელიას განცხადებები და არაერთი სხვა პოლიტიკური ლიდერების მწვავე კრიტიკა მის მიმართ. თუმცა, როგორც კი ბაიდენი ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინათვე გეიაღლუმზე წავიდა და ცისარტყელიანი დროშით დარბოდა აქციაზე. ნუ, მერე საქართველოში რაც დაატრიალა და ბოლოს ოპოზიციონერი ლიდერები რომ მისი დღის წესრიგით მოქმედებდნენ, ყველას გვახსოვს. ამიტომ, ახლა, ოპოზიციის მთავარი დასაყრდენი ევროპაა. ბრიუსელიდან იღებენ ისინი ისევ დირექტივებს. სამწუხაროდ, ევროკავშირში ეს ლიბერალური ფაშიზმი იმდენად მყარად არის გამჯდარი, რომ ჯერჯერობით რაიმე რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ფიქრობთ, რომ ოპოზიციას ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამ კარტბლანში მისცა და წააქეზა რადიკალური ქმედებებისკენ?

- რა თქმა უნდა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მოქმედების მწვანე შუქი იყო. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ქართველ ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ, არადა საკუთარ თავს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენმა მოსახლეობამ ამ პერიოდში თეთრის და შავის გარჩევა მარტივად ისწვალა. შესაბამისად, ეს ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ აქ სერბეთის სცენარი განმეორდეს. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად მართა 3 წლის განმავლობაში ეს პროცესები, ახლა კი, როცა ეს ლიბერალური ფაშიზმი ძალას კარგავს მთელი მსოფლიოს მასტაბით, საქართველოში ვერანაირ სახელმწიფო გადატრიალებას ესენი ვერ მოაწყობენ. ხალხი და ხელისუფლება ერთ პოზიციაზე დგას, ასეთ შემთხვევაში კი რა ძალებიც არ უნდა ჩაერიონ, ვერავინ ვერაფერს შეძლებს.