აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, დიპლომატი რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ულტრამემარცხენე აქტივისტების გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა და ეს ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს.
„ის, რასაც სამანტა პაუერი USAID-ის მეშვეობით თქვენ მიერ გადახდილ დოლარებს უშვრებოდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ის თქვენი ფულით ულტრამემარცხენე აქტივისტების გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. გამოიძიეთ!“, - წერს გრენელი.