USAID-ს ვებგვერდის შემდეგ X-ის ანგარიშიც გაეთიშა

USAID-ს ვებგვერდის შემდეგ X-ის ანგარიშიც გაეთიშა

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ს ვებგვერდის შემდეგ ანგარიში სოციალურ ქსელ X-შიც გაეთიშა.

X-ში აღნიშნული ორგანიზაციის ძიებისას ჩნდება ინფორმაცია, რომ „ეს ანგარიში არ არსებობს“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი გაითიშა.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.