„ყველაზე საგანგაშო დღევანდელ დღეს არის ევროპული სახელმწიფოების დუმილი იმ გაცხადებულ კანონდარღვევაზე, რასაც დღეს აპირებს ე.წ. ოპოზიცია. მაშინ, როდესაც დასავლეთიდან ნიაღვრად მოედინება დეზინფორმაცია ყველა საკითხზე, ჩვენი „პარტნიორები” კანონის უზენაესობას არ აღიარებენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მაგისტრალის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემენ და შესაბამისად, ეს აქცია კიდევ ერთი დაპირისპირებისა და ხმაურისთვის დაგეგმეს.
„ვეკითხებით ევროპული სახელმწიფოების ელჩებს - მათ ქვეყნებში რომ მთავარი მაგისტრალი გადაკეტონ, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? როგორი იქნება რეაქცია სამართალდამცველების მხრიდან? რადგან ამ ფაქტს არ გმობენ, ე.ი. კანონდარღვევას მხარს უჭერენ. სწორედ ამით არიან წახალისებულნი ის ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ.
ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მაგისტრალის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემენ. მათ ეს აქცია კიდევ ერთი დაპირისპირებისა და ხმაურისთვის დაგეგმეს, რომ შემდეგ „პოლიტპატიმრების” რიგებს რამდენიმე ადამიანი მიამატონ და შემდეგ ამაზე ახალი რეზოლუციები გამოაცხონ უცხოეთიდან. ეს არის ამ ყველაფრის მიზეზიც და მიზანიც“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.