ირაკლი ქადაგიშვილი: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა

ირაკლი ქადაგიშვილი: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. ამიტომ, სულ მცირე, ეს პოლიტიკური შეფასება ამ საკითხს სჭირდება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას.

„ჩვენი ოპოზიცია არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. თითქოს, ისინი ამბობენ, რომ არ არიან „ნაციონალური მოძრობა“ და ემიჯნებიან, გმობენ იმას, რაც საქართველოში ხდებოდა, იმ უკანონობას და უსამართლობას, რაც 2003 -20012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში იყო, მაგრამ რეალურად მათ არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ რასაც აცხადებდნენ, სიტყვიერად მაინც, ამასთან დაკავშირებით რეალური გამოძიება ჩატარდეს და ამას ყველაფერს რეალური პოლიტიკური შეფასება გაუკეთდეს.

მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, ამ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. ამიტომ, სულ მცირე, ეს პოლიტიკური შეფასება ამ საკითხს სჭირდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დარეგისტრირდება ინიციატივა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის და 6 თვეში სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.