დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას, - წერს Reuters-ი და წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ ამ თემაზე დისკუსიებს მიმდინარე კვირაში უმასპინძლა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
წინა კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ დააპაუზა აშშ-ს დახმარება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამჟამად მოწმდება, რამდენად შეესაბამება ეს დახმარებები (ათობით მილიარდი დოლარის ოდენობით) აშშ-ს ახლანდელ საგარეო პოლიტიკის კურსს და ხომ არ არის ეს თანხების უმიზნო ფლანგვა.