ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის თაობაზე

ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის თაობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა მალე „მნიშვნელოვან“ ნაბიჯებს გადადგამენ კონფლიქტის დასასრულებლად.

„ჩვენ ვიმსჯელებთ, და ვფიქრობ, შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი“, - დასძინა მან.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ვინ იყო მისი ადმინისტრაციიდან რუსულ მხარესთან კონტაქტზე, თუმცა აღნიშნა, რომ „საუბრები უკვე მიმდინარეობს“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას პირადად საუბარი პუტინთან, ტრამპმა თავი აარიდა პასუხს და აღნიშნა: „ამაზე საუბარი არ მსურს“.