დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლეკე რასმუსენმა განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ სერიოზულად ვგულისხმობთ ამას - და ეს ასეა გრენლანდიაშიც - რომ გრენლანდია არ იყიდება“, - აღნიშნა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს გრენლანდიის შეძენას.
როგორც რუბიო აღნიშნავს, ეს საკითხი ეხება უსაფრთხოებას არქტიკულ რეგიონში, სადაც მდებარეობს გრენლანდია, და აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები ამ საკითხთან დაკავშირებით „არ არის ხუმრობა“.