ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც საუბარია 30 მილიონ დოლარზე 3 პროგრამისთვის.
ექსპერტის თქმით, სასაცილო ისაა, რომ „ისეთი ჰუმანური დასახელებებით აქვთ შეფუთული ფაქტიურად ტერორისტული დაფინანსება, რომ ეჭვი არავის შეეპაროს დამფინანსებლის კეთილ ზრახვებში საქართველოს მიმართ“.
„თვითორგანიზებული აქციები 30 000 000 $-ად! არა არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდესო, ნათქვამია.
ამ შოკისმომგვრელ ინფორმაციაზე სდუმს ოპოზიცია, სდუმს USAID-საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობა.
3 პროგრამას როცა აფინანსებ ამხელა თანხით, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, კეთილ საქმეს რომ არ მოხმარდება, ხომ ზუსტად ვიცით. დააკვირდით, 20 მილიონი სამართლის უზენაესობისთვის, ეს კი ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლოს წინააღმდეგ ბრძოლას, როგორმე მის ჩამოშლას.
6 მილიონი მედიის გაძლიერებისთვის, ეს კი ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზიების გაძლიერებას და სახელმწიფო გადატრიალებაში მათ აქტიურ მონაწილეობას.
3 მილიონი კი სამოქალაქო განათლებისთვის, ეს კი ნიშნავს აქციების და აქტივისტების დაფინანსებას, მოლოტოვის კოქტეილების შეძენას და ა.შ.
ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ისეთი ჰუმანური დასახელებებით აქვთ შეფუთული ფაქტიურად ტერორისტული დაფინანსება, რომ ეჭვი არავის შეეპაროს დამფინანსებლის კეთილ ზრახვებში საქართველოს მიმართ.
30 მილიონი კი არა და მთელი მსოფლიოს ფული რომ გადმოირიცხოს ჩვენი ხელისუფლების დასამხობად და სუვერენიტეტის დასანგრევად, ვერ მიაღწევენ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და მის მილიონზე მეტ ამომრჩეველს არ სძინავს“.-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.