რასაც ვაფინანსებთ გამოუვალი მდგომარეობაა და, შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობაზე უარესიც კი, როდესაც უკრაინა თანდათანობით ნადგურდება და უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს - ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს

რასაც ვაფინანსებთ გამოუვალი მდგომარეობაა და, შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობაზე უარესიც კი, როდესაც უკრაინა თანდათანობით ნადგურდება და უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს - ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ხედვა ნათელია – უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა დასრულდეს, და რაც შეიძლება მალე, რაც შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.

მისი თქმით, ნებისმიერ მოლაპარაკებაში ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა.

„ეს რთული დიპლომატიური პროცესია, მაგრამ მოლაპარაკების ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და ამას დრო დასჭირდება, თუმცა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც აღიარებს, რომ ჩვენი მიზანი კონფლიქტის დასრულებაა და ის უნდა დასრულდეს ისე, რომ გრძელვადიანი იყოს. ვფიქრობ, დემოკრატების მზარდი რაოდენობაც კი აღიარებს, რომ რასაც ჩვენ ვაფინანსებთ არის გამოუვალი მდგომარეობა, გაჭიანურებული კონფლიქტი და, შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობაზე უარესიც კი, როდესაც უკრაინა თანდათანობით ნადგურდება და უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს. ასე რომ, ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს“, - დასძინა მან.