ცნობილი მომღერალი და მსახიობი მადონა, რომელიც 52 წლისა მოიყარა, ახალ სექსუალურ თავგადასავლებშია გადაშვებული. მადონა და მამაკაცი სახელად – ბრაჰიმ ზაიბატი, რომლის ასაკიც არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ 25 წლამდეა, რამდენჯერმე შეამჩნიეს ერთად.
ნიუ-იორკის ღამის კლუბში „SL“ წყვილი ვნებიანად ეხვეოდა და კოცნიდა ერთმანეთს. რამდენიმე დღში კი, კამერებმა ისინი ლონდონის ღამის კლუბში “Aura“ დააფიქსირეს...აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ყმაწვილი სულაც არ მალავს სახეს და თამამად იღიმება კამერის წინ შეყვარებულთან ერთად.
შეგახსნებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე გამომცემლობა ამტკიცებდა მადონას და ახალგაზრდა მოცეკვავის, ბრაჰიმ რაჩიკის ახლო ურთიერთობას. ამბობდნენ, რომ მადონა გააბრაზა ჟურნალისტების შეცდომამ – ერთი სპეციალობის და სახელის მამაკაცის ერთმანეთში არევის გამო და საკუთარი ბრაჰიმი პოპულარულ ადგილას წაიყვანა, რათა ჟურნალისტებს კარგად დაეფიქსირებინათ მისი სახე. თავად ყმაწვილი კი, არ იყო მზად ასეთი ყურადღებისთვის და სახის დამალვას შარფით ლამობდა და საკმაოდ შეშინებულიც ჩანდა.