ზურაბ ქადაგიძე: გამოვიდეს ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნის ელჩი და შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვას საჯაროდ, რომ მათ ქვეყანაში პოლიციელისათვის სახეში ხელის დამრტყმელს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება

ზურაბ ქადაგიძე: გამოვიდეს ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნის ელჩი და შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვას საჯაროდ, რომ მათ ქვეყანაში პოლიციელისათვის სახეში ხელის დამრტყმელს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება

გამოვიდეს ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნის ელჩი და შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვას საჯაროდ, რომ მათ ქვეყანაში პოლიციელისათვის სახეში ხელის დამრტყმელს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, საჯაროდ თქვან, რომ ეს საქციელი მათ ქვეყანაში დანაშაული არ არის და ამის შემდეგ ვისაუბროთ სხვა ნაბიჯებზე, - ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნის საელჩოს მოთხოვნას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა შესახებ.

ქადაგიძის განცხადებით, უტიფრობის ის მასშტაბი, რასაც ცალკეული ელჩები  აღწევენ, შესაძლოა უპრეცედენტო იყოს, ვინაიდან, უცხო ქვეყნის წარმომადგენელს არავინ ეკითხება დანაშაულის ჩამდენი ადამიანი გათავისუფლდება თუ არა.

“გამოვიდეს ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნის ელჩი და შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვას საჯაროდ, რომ მათ ქვეყანაში პოლიციელისათვის სახეში ხელის დამრტყმელს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, საჯაროდ თქვან, რომ ეს საქციელი მათ ქვეყანაში დანაშაული არ არის და ამის შემდეგ ვისაუბროთ სხვა ნაბიჯებზე.

უტიფრობის ის მასშტაბი, რასაც ეს ელჩადწოდებული ადამიანები აღწევენ, შესაძლოა უპრეცედენტო იყოს. ვინ ეკითხება უცხო ქვეყნის ელჩს, რომელიმე პატიმრის, მით უმეტეს პირდაპირ ეთერში ნანახი დადასტურებული დანაშაულის ჩამდენი ადამიანის გათავისუფლების თემა? 

ეს ყველაფერი სააკაშვილის შიმშილობის თემას მახსენებს, როდესაც იუსტიციის მინისტრს ელჩებმა დემარში მოუწყვეს, გვარწმუნებდნენ კვდებაო, თურმე კარგადაც ჭამდა და ახლა ჯანზეც არის მოსული! საკუთარ თავს და ქვეყანას მიხედეთ, თავს ნუ იმაიმუნებთ!” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ლაზი მაგ ელჩები აქ საკუთარ ქვეყანების დიპლომატები კი არ არიან, არამედ ბლინკენის მითითებით არიან დანიშნული რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად და ქვეყანაში ძალადობის პროპაგანდით დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, რასაც უკვე უნდა მოყოლოდა ხელისუფლების დამხობა, მაგრამ მათი პატრონების ძალაუფლება უკვე დაემხო და ახლა იხტიბარს არ იტეხენ, სანამ კისერს არ წაიტეხენ.
4 საათის უკან