ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ  იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ,  ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ  იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ,  ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში, ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეალურად, არავითარი იზოლაცია არ იქნება.

„ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ყველასთან, მაგრამ ხედავთ, რომ ყოველთვის მეორე მხარე, კონკრეტული მხარე იღებს ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის მიმართული იზოლაციისკენ, დიალოგის აღკვეთისკენ და ა.შ. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომები და სამწუხაროდ, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც იმოქმედა საბჭოური მიდგომებით, როდესაც 100-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიმართ აბსოლუტურად უსამართლო დათქმების დაწესებას. საბჭოური მიდგომების ადგილი მგონია, რომ არ არის ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში, არის იმის რესურსი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცვლილებების პირობებში, ევროპული ბიუროკრატიაც გაჯანსაღდეს. ამის დიდი იმედი გვაქვს", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.