საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ღრმად დამწუხრებული ვარ, ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთა ოჯახებთანაა. საქართველოს სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ამერიკელ ხალხს", - წერს პრემიერ-მინისტრი.
https://x.com/pm_kobakhidze/status/1884914402689777962?s=46&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ