ლევან მაჭავარიანი PACE-ს დატოვებაზე: ჩვენი უფლებამოსილება ცნეს, მაგრამ ის რაღაც დათქმები, რაც ამას მოაყოლეს, არის უხეში უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, რასაც უპასუხოდ ვერ დავტოვებდით

ლევან მაჭავარიანი PACE-ს დატოვებაზე: ჩვენი უფლებამოსილება ცნეს, მაგრამ ის რაღაც დათქმები, რაც ამას მოაყოლეს, არის უხეში უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, რასაც უპასუხოდ ვერ დავტოვებდით

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე დამტკიცებულ რეზოლუციას და ქართული დელეგაციის მიერ მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„წითელი ხაზი არის ის, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას გვთხოვენ. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ეროვნულ თავმოყვარეობას, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. გასაკვირი არ არის ახლა ოპოზიციის ზარ-ზეიმი. მათი აქტიურობა და გარე მფარველების ასეთი მოწადინებაც იმას ცხადყოფს, რომ ისინი [ოპოზიცია] რა თქმა უნდა მოწადინებულები იყვნენ, ჩვენი უფლებამოსილება არ ეცნოთ PACE-ში, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ჩვენი უფლებამოსილება ცნეს, მაგრამ ის რაღაც დათქმები, რაც ამას მოაყოლეს, არის უხეში უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, რასაც უპასუხოდ ვერ დავტოვებდით. ვიმოქმედეთ ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.