თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა გააუქმა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები ყველა ფედერალურ გრანტსა და სხვა სახელმწიფო დახმარებას 90 დღით აჩერებდა. ინფორმაცია CNN-ი ავრცელებს.
თუმცა მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კაროლინ ლევიტმა განმარტა, უქმდება არა გადაწყვეტილება ფედერალური დაფინანსების გაყინვის შესახებ, არამედ ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო მართვის მემორანდუმი, რომელმაც სამართლებრივი კუთხით გაურკვევლობა გამოიწვია, უცხოური დახმარებისა და ე.წ. „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის“ პროგრამების გაყინვის გადაწყვეტილება კი ძალაში რჩება.