მე ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ რაც არ უნდა, უკრაინელმა დეპუტატმა პიროვნული შეურაცხყოფა მოგაყენოს და ასეთი იყო მრავლად, გარდა, გამოვყოფ სამართლიანობისთვის, ვისაც შეურაცხყოფა არ მოუყენებია იქ, სადაც მე ვიყავი, იყო ქალბატონი იასკო, დანარჩენი ყველამ ყველაფერი იკადრა, მე ყოველთვის ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ახლა პასუხი არ ღირს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა უკრაინელი დეპუტატებზე საუბრისას.
თეა წულუკიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინელი დეპუტატების გამოსვლებს გამოეხმაურა და ისაუბრა იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც მის მიმართ ჰქონდათ.
„არაერთხელ მქონდა სურვილი უკრაინელი დეპუტატებისთვის მეპასუხა, მაგრამ ყოველ ჯერზე თავი შევიკავე და ძალიან მიხარია. ისინი არიან გასაცოდავებულ მდგომარეობაში. ისინი არიან გააგრესიულებულები. მათი აგრესია დროსთან ერთან კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ - შეიძლება გულწრფელად, შეიძლება ნახევრად გულწრფელად, სჯეროდათ, რომ დასავლეთი მეტ ძალისხმევას აღმოუჩენდა და რუსეთს ერთობლივად დაამარცხებდნენ. ჩვენ პირველივე დღიდან ვეუბნებოდით მათაც და მთელს მსოფლიოს, რომ ეს იყო ილუზია, რომ ჩვენ ამაში მხარს ვერავის ავუბამდით, რადგან საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც ვინმეს თავს დაესხმება და ამ ომს მოიგებს, ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მხოლოდ მშვიდობა. უკრაინელმა ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო. ის უბედური ხელისუფლებაა. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც თავის ულამაზეს, აწ უკვე ყოფილ ულამაზეს ქალაქებში კილომეტრებზე აქვს გადაჭიმული სასაფლაოები. ამ სასაფლაოებზე ტირიან ბავშვები და ქალები. უბედურება რასაც ჰქვია, ის ხდება ამ ქვეყანაში. ამიტომ, მე ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ რაც არ უნდა უკრაინელმა დეპუტატმა პიროვნული შეურაცხყოფა მოგაყენოს და ასეთი იყო მრავლად, გარდა, გამოვყოფ სამართლიანობისთვის, ვისაც შეურაცხყოფა არ მოუყენებია იქ, სადაც მე ვიყავი, იყო ქალბატონი იასკო, დანარჩენი ყველამ ყველაფერი იკადრა, მე ყოველთვის ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ახლა პასუხი არ ღირს. მათ ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს არაფერში და ცდილობენ, ეს მიჰყიდონ ვიღაცას, ვის? - არ ვიცი. მათ დიდი ფასი გადაიხადეს თავისუფლებაში. ეს დიდი ტრაგედიაა, ეს მსოფლიო დონის ტრაგედიაა“, - განაცხადა წულუკიანმა.
დიდი ფასი და თანაც არაფერში, სწორედ ხალხმა გადაიხადა.
ეგენი თავსესაფარს ყველანი იპოვიან. თავიანთი პატრონები რაიმეს გამოუძებნიან.
ხალხამა იკითხოს თორემ მაგათი უმრავლესობის ოჯახის წევრები ახლაც კარგად გრიალობენ მსოფლოს საუკეთესო რესტორნებში.