ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაციისა და ქართველი ოპოზიციონერების მიერ იყო მომზადებული, - განაცხადა უკრაინული ტელეკომპანია Freedom-ის ჟურნალისტმა.
„ამ რეზოლუციას ამზადებდა უკრაინული დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად“, - თქვა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვის დროს.
ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.
ნეტავ რა ჰგონიათ, ომი სამუდამოდ გაგრძელდება?
მალე დაუდგებათ დრო - ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ!
საქმეც იმაშია, რომ ომის შემდგომი მშვიდობის ეშინიათ და თავშეფარს ეძებენ, საკუთარი ხალხის რისხვას რომ დაემალონ. საქართველო კი ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში.
თუ საქართველოში, ვინმეს არეულობა და გადატრიალება სჭირდება, სწორედ უკრაინის ხელისუფლებაა.