ქართულ რეალობასთან დამარცხებული ევროკავშირი - ზურაბიშვილი ყაველაშვილით უკვე ჩაანაცვლეს

ქართულ რეალობასთან დამარცხებული ევროკავშირი - ზურაბიშვილი ყაველაშვილით უკვე ჩაანაცვლეს

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიტყვებზე დაყრდნობით, თავის საავტორო სტატიაში წერს, რომ ევროკავშირი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს უკანონოდ ან არალეგიტიმურად ვერ აცხადებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ ვიზიტზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც მიიწვიონ.

„მიზეზი, რომლის გამოც ევროკავშირი წინ ვერ მიდის, ერთ-ერთი არის ის, თუ რა მოხდა სადავო საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც გასულ წელს ჩატარდა. კენჭისყრის შესახებ ეუთო/ოდირის სრულმა დასკვნამ, რომელიც 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, პრობლემა ვერ გადაჭრა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ არჩევნების შედეგები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. ჯერ კიდევ ვსაუბრობთ დარღვევების შესახებ. ამ საკითხის მიღმა წინსვლა არ გვაქვს“, - მითხრა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი სანქციების დაწესების საკითხი კი დაიხურა, მწვანე შუქი მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნებთან დაკავშირებულ სიმბოლურ ზომას აუნთეს. ნატო-ში ყველაფერი ბევრად მარტივია. ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურად საუბრობდა, რადგან არ იყო უფლებამოსილი, ოფიციალურად ესაუბრა, მითხრა, რომ „მოკლე პასუხი არის დიახ, ჩვენ ვხედავთ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად. გრძელი პასუხი არის ის, რომ ეს რთული სიტუაციაა. ოფიციალურად ბევრს არ ვამბობთ, მაგრამ თუ ის უნდა მოვიწვიოთ ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც ნატო-ს სამიტია, ამას გავაკეთებდით“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

მისივე თქმით, ევროკავშირს ბევრი სხვა საკითხი აქვს მოსაგვარებელი. 27 იანვარს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთის სიტუაცია და ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. საქართველოს საკითხი მხოლოდ შეხვედრის ბოლოს, „მიმდინარე საკითხებში“ განიხილეს.

სტატიაში წერია, რომ ევროკავშირის საბჭოში, რომელიც ბლოკის ყველაზე გავლენიანი ორგანოა, სიტუაცია არ არის მარტივი. საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, სადაც საჭიროა ყველა წევრის თანხმობა, ქვეყნები ორ ბანაკად არიან გაყოფილნი – უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მალევე მიულოცეს და მკაცრი პოზიციის მქონე ქვეყნები, როგორებიცაა ესტონეთი და ლიეტუვა.

ოპოზიციაში მიუხედავად იმისა, რომ ადრე იოზვიაკის ყველა განცხადებას იზიარებდნენ, ახლა ამბობენ, რომ კულუარებში მიმდინარე საუბარი ფაქტი არ არის. ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ სულ უფრო მწვავე განცხადებები ისმის და მისი ლეგიტიმაცია დასავლეთის მიერ აღიარებული არ არის. ფაქტია ის, რომ ევროსაბჭოში ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით მოთხოვნა ღიად გაისმა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს ფაქტი და იოზვიაკის განცხადება ნათელი მაგალითია იმის, რომ ბრიუსელში „დიფ სთეითის“ გავლენა დიდია. მიუხედავად იმისა, რომ გაყალბება ვერ დაუმტკიცეს „ოცნებას“, ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ეს კი ერთ რამეს ნიშნავს, რომ მათ ვიღაცის ფარული ხელის ეშინიათ. თუმცა „ოცნება“ ამის მოგვარებას ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ელის და ფიქრობს, ამ წნეხიდან ბრიუსელი მალე გათავისუფლდება.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბრუდანიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბრიუსელი „ოცნების“ გამარჯვებას ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეეგუებოდა.

„ბრიუსელში არა აქვთ სხვა გამოსავალი გარდა ერთისა, შეეგუონ იმ რეალობას, რაც საქართველოშია. ეს არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უნდათ თუ არა, ევროკავშირის ჩინოვნოკებმა ეს მოცემულობა უნდა მიიღონ. არა აქვს მნიშვნელობა ტრამპი მოვიდოდა თუ არა ხელისუფლებაში, მაინც მოუწევდა ამერიკას და ბრიუსელსაც ამაზე შეგუება. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც თუნდაც 2 ან 3 წლის წინ იყო. საქართველომ შეძლო საკმაოდ მაღალი განცხადება გაეკეთებინა ქვეყნის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე. საკუთარ ბედს საქართველო უკვე თავად განაგებს. ჩვენ გვყავს ძალიან მსხვილი პარტნიორები აღმსოავლეთით, სამხრეთით, ასევე დასავლეთით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა მოვაგვაროთ ჩრდილო მეზობლებთან და ტერიტორიები დავიბრუნოთ. ამის საუკეთესო მაგალითია ამერიკა - იაპონიის კონფლიქტი. მსოფლიოს ისტორიაში ამ ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი მტრობა იყო, დღეს ეს სახელმწიფოები ძალიან ახლო ქვეყნებია. რაც არ უნდა ქნას ბრიუსელმა, რა შეთითხნული დოკუმენტები არ უნდა გამოაქვეყნონ დეკლარაციების სახით, მათ მაინც მოუწევთ ამ რეალობის შეგუება. პირველი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის გადაწყვეტილებაა ამ ხელისუფლების არჩევა. მეორე - მათ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის სახით, ძალიან სუსტი დასაყრდენი ჰყავთ“, - ამბობს ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ეს ოპოზიცია, რომ მაიდნის მომწყობი არ იყო, ამას თბილისიდან კარნახობდნენ ბრიუსელს და ახლა თავად ევროკავშირშიც დარწმუნდნენ.

„ჯერ თავად ოპოზიციას არა აქვს რევოლუციის მოწყობის თავი და მერე მეორე, ქართველი ხალხი შედგა და ასე ადვილად ვერავინ მოატყუებს. ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო შედგა, ამიტომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიდან, ევროპიდან, ამერიკიდან, ქართველ ხალხს ვერავინ ვეღარ უკარნახებს ვინ უნდა აირჩიოს. მთელი მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რომ ვერც „მაიდანი“ და ვერც „ვარდების რევოლუცია“ ვეღარ მოხდება საქართველოში. ამიტომ მათ უკვე უწევთ ამაზე შეგუება. გერმანიის კანცლერი შოლცი განაწყენებულია ილონ მასკზე, რომ მისი საქმე არაა გერამნიის შიდა პოლიტიკაში ჩარევაო. დიახ, სრულიად ვეთანხმები შოლცს, არ შეიძლება სხვისი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესში. მაშ, რა განცხადებებს აკეთებდა შოლცი და მისი ელჩი საქართველოზე, დაავიწყდა ვინმეს, როგორ ღიად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? ან, როცა ხალხს რევოლუციებისკენ მოუწოდბდნენ და მათი თანამდებობის პირი როთი პირდაპირ გაიძახოდა შუაგულ თბილისში, რომ მაიდანია საჭიროო? ჩვენ რა, იგივეს არ მოვუწოდებდით შოლცს შეწყვეტილიყო მსგავსი პირდაპირი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში?!“ - ამბობს ჩიბურდანიძე და სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფ ევროპას უწინასწარმეტყველებს, რომ ტრამპის სახით, იგივეს საკუთარ თავზე იწვნევს. ამერიკას და ევროპას ახლა საქმეების გარჩევა ერთმანეთში მოუწევთ.

„რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპამ გადაატანინა, ღმერთმა ყველას ტრამპის სახით მიუზღო. რასაც ტრამპი ახლა ევროპას გაუკეთებს, მართლა გულს ფხანს. ახლა, აწი, ევროპამ ტრამპთან და ამერიკასთან იკინკლაოს. ევროპელებს საქართველოში არაერთი კვლევა აქვთ გაკეთებული, თუნდაც შემოდგომიდან დღემდე, ამიტომ ქართველი ხალხის უმრავლესობის განწყობა უკვე კარგად იციან. თუ გაუვიდოდათ ტრამპამდე მოსწრება ხომ მოასწრებდნენ, მაგრამ ახლა უკვე სიტუაცია ისე აქვთ, რომ საქართველო კი არა, ცოტახანში საკუთარი თავები ექნებათ გადასარჩენი და ამ ოპოზიციისთვის არავის აღარ ეცხელება“,-ამბობს ჩიბურდანიძე.

 

ლაზი როცა მტიცებულებები არ გაქვს და ქვეყნის დიდი უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას ვიღაცის აღქმებით უყენებ გაყალბების ბრალდებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვ, ასე გაცუცურაკდები ყოველთვის.
იმ, ფაქტიურად არაფრის მაქნისი, ასამბლეიდან გამოგდებას ან დაბეგვილი მათხოვრის სტატუსით , სამადლოდ დატოვებას უპირებდნენ. ამათ კი პროტესტის ნიშნად, კარი ამაყად გამოიჯახუნეს.
ერთით ნოლი მოუგო წულუკიანმა, როგორც გარეულ ასევე შინაურ მტრებს, საქართველოს სასარგებლოდ.
საქართველო სახელმწიფობრიობის ნიშნებს ამჟღავნებს, რასაც 33 წელი მაჯა არ ესინჯებოდა.
7 საათის უკან
გიორგი ბერძულიშვილი ისევე, როგორც პიროვნების არსებობა, სახელმწიფოც დაფუძნებული უნდა იყოს თავმოყვარეობაზე და არა მოწყალებაზე. თუ ხარ, თუ არსებობ უნდა იცხოვრო ღირსებით, მხარს ვუჭერ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ ასამბლეის პროტესთის გამო დემონსტრაციულად დატოვებას. ეს თავმოყვარე ერის ღირსეულად გადაგმული ნაბიჯია. ღმერთო დაიფერე საქართველო, დიდება თავისუფლების მოყვარე და ამაყ ქართველ ერს!
6 საათის უკან